პაატა მანჯგალაძის საქმე სააპელაციო სასამართლოში — საია ბრალდების მტკიცებულებებს აფასებს - Palitra News

პაატა მანჯგალაძის საქმე სააპელაციო სასამართლოში — საია ბრალდების მტკიცებულებებს აფასებს

2026-11-02 15:22:29+04:00

პაატა მანჯგალაძისა და 4 ოქტომბერს დაკავებული პირების საქმეზე სააპელაციო სასამართლოში პროცესი იწყება. სასამართლო სხდომამდე საქმეზე შეფასება ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ გამოაქვეყნა. ორგანიზაციის განცხადებით, პროკურატურა მანჯგალაძეს ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას ედავება, თუმცა ბრალდებაში კონკრეტული ქმედებებისა და შესაბამისი მტკიცებულებების კავშირი სათანადოდ არ არის დასაბუთებული. საია მიიჩნევს, რომ საქმეში არსებული მტკიცებულებები ჯგუფური ძალადობის ორგანიზებაში ან ხელმძღვანელობაში მის მონაწილეობას გონივრულ ეჭვს მიღმა ვერ ადასტურებს. საკითხს პოლიტიკური შეფასებებიც მოჰყვა.