რუსეთის ვეტერინარული და ფიტოსანიტარიული ზედამხედველობის სამსახურის სპეციალისტები საქართველოში ვიზიტს იწყებენ. 2 ნოემბრიდან რუსული დელეგაცია იმ სისტემას შეისწავლის, რომლითაც რუსეთში გასაგზავნი ხილისა და სხვა მცენარეული პროდუქციის ფიტოსანიტარიული სერტიფიცირება ხდება. ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია შესაბამისი ლაბორატორიის აუდიტიც, სადაც პესტიციდებისა და აგროქიმიკატების ნარჩენებს იკვლევენ. რუსული უწყების მონაცემებით, 24 ოქტომბრის მდგომარეობით, საქართველოდან რუსეთში 70 500 ტონა ხილისა და ბოსტნეულის პროდუქციაა იმპორტირებული.