აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, თუ შუალედურ არჩევნებში “დემოკრატები” კონგრესზე კონტროლს მოიპოვებენ, მისი ადმინისტრაციის მიერ მიღწეული პროგრესის დიდი ნაწილი შესაძლოა გაქრეს.
Fox News-თან ინტერვიუში ტრამპმა ყურადღება გაამახვილა იმ პოლიტიკურ ინიციატივებზე, რომლებსაც ის აქტიურად უჭერს მხარს.
„ამდენი რამ გავაკეთეთ და ეს ყველაფერი შეიძლება წყალში ჩაიყაროს“,- განაცხადა მან.
ტრამპმა ყველას მოუწოდა, წარმოიდგინონ, თითქოს საარჩევნო ბიულეტენში მისი სახელიც არის შეტანილი. „როდესაც ბიულეტენში ვარ, ყოველთვის ვიმარჯვებ; ამ დროს 50%-ით მეტ ხმას ვიღებთ, ვიდრე მაშინ, როცა ბიულეტენში არ ვარ. ამიტომ, ყველას ვთხოვ, წარმოიდგინონ, რომ მეც ბიულეტენში ვარ. თუ ჩვენი ხალხი მივა არჩევნებზე, ჩვენ დამაჯერებლად გავიმარჯვებთ”, - აღნიშნა დონალდ ტრამპმა.
ცნობისთვის, ამერიკის შეერთებულ შტატებში დღეს კონგრესის შუალედური არჩევნები გაიმართება. ამერიკელი ამომრჩევლები წარმომადგენელთა პალატის 435-ვე წევრს და კონგრესის 100 წევრიდან 35-ს ირჩევენ.