ოპოზიციური პარტიები დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებთან შეხვედრისთვის ემზადებიან - Palitra News

ოპოზიციური პარტიები დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებთან შეხვედრისთვის ემზადებიან

2026-11-03 09:47:29+04:00

ოპოზიციური პარტიები დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებთან შეხვედრისთვის ემზადებიან. შეხვედრა დღეს 14:00 საათზე გაიმართბა. მთავარი სასაუბრო თემა სავარაუდოდ პარტიების აკრძლავა და დასავლეთის შესაძლო პასუხი იქნება. პარალელურად, საკონსტიტუციო სასამართლო 5 ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე განხილვას 9 ნოემბერს განაახლებს. შემდეგ პროცესზე მოსამართლეები შეკითხვებს თავდაპირველად მოსარჩელეებს, შემდეგ კი მოპასუხეებს დაუსვამენ. ხელისუფლება პარტიების აკრძალვას დემოკრატიული ღირებულებების დაცვის აუცილებლობით ხსნის. ოპოზიციაში კი მიიჩნევენ, რომ ამ პროცესს მმართველი გუნდისთვის მწვავე პოლიტიკური შედეგი, მათ შორის მძიმე საერთაშორისო სანქციები მოჰყვება.