რას ჩაწერს ევროკომისია საქარველოს შესახებ გაფართოების დოკუმენტში? - საქართველო ევროკავშირის გაფართოების ანგარიშში ქვეყნის ევროინტეგრაციის შესახებ შეფასებებს 4 ნოემბერს მოისმენს. ოპოზიციაში მიიჩნევენ, რომ ხელისუფლების პოლიტიკის გამო საქართველო ისტორიულ შესაძლებლობას კარგავს. კრიტიკულ შეფასებებს არც მმართველ გუნდში გამორიცხავენ, თუმცა ამაზე პასუხისმგებლობას ევროკავშირს აკისრებენ. ქართულ ოცნებაში დიალოგის მზაობას კვლავ გამოთქვამენ, თუმცა მათივე თქმით, ბრიუსელის დამოკიდებულება საქართველოს მიმართ ორმაგი სტანდარტებითა და უსამართლობით ხასიათდება.