კორუფციულ დანაშაულში ბრალდებული ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის სასამართლო პროცესი დახურულ რეჟიმში წარიმართა - Palitra News

კორუფციულ დანაშაულში ბრალდებული ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის სასამართლო პროცესი დახურულ რეჟიმში წარიმართა

2026-11-03 09:48:15+04:00

კორუფციულ დანაშაულში ბრალდებული ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის სასამართლო პროცესი დახურულ რეჟიმში წარიმართა. პროკურორის აღნიშნულ შუამდგომლობას კატეგორიულად არ დაეთანხმა დაცვის მხარე. ადვოკატების მოსაზრებით, ქვეყნის მოსახლეობა იმსახურებს, იცოდეს, თუ რა მტკიცებულებები არსებობს ირაკლი ღარიბაშვილის წინააღმდეგ. სხდომის დახურვის წინააღმდეგი თავად ირაკლი ღარიბაშვილიც იყო. მისი თქმით, პროცესი საჯაროდ და გამჭვირვალედ უნდა ჩატარდეს, რათა მთელმა საზოგადოებამ დაინახოს ბრალდების უსაფუძვლობა.