ამერიკის შეერთებულ შტატებში დღეს, 3 ნოემბერს, შუალედური არჩევნებია - Palitra News

ამერიკის შეერთებულ შტატებში დღეს, 3 ნოემბერს, შუალედური არჩევნებია

2026-11-03 09:49:31+04:00

ამერიკის შეერთებულ შტატებში დღეს, 3 ნოემბერს, შუალედური არჩევნებია. ამომრჩევლები კონგრესის ორივე პალატის შემადგენლობას განსაზღვრავენ, წარმომადგენელთა პალატის 435-ვე წევრს და სენატის 35 წევრს აირჩევენ. კენჭისყრა მოიცავს რიგ შტატებში გუბერნატორებისა და ადგილობრივი ხელისუფლების არჩევნებსაც. წინასწარი ხმის მიცემა ბევრ შტატში უკვე დასრულებულია, თუმცა ვადები შტატების მიხედვით განსხვავდება. ჯორჯიის შტატში საარჩევნო უბნები ადგილობრივი დროით დილის 7 საათზე გაიხსნა და საღამოს 7 საათზე დაიხურება.