ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრის, ბაიბა ბრაჟეს განცხადებით, რიგამ გაეროს უშიშროების საბჭოს საგანგებო სხდომის მოწვევა მოითხოვა რუსეთის მიერ უკრაინის მშვიდობიან მოსახლეობაზე განხორციელებული დარტყმების, მათ შორის ჰუმანიტარულ ცენტრზე თავდასხმის შემდეგ.
„ლატვიამ გაეროს უსაფრთხოების საბჭოს რიგგარეშე სხდომის მოწვევა მოითხოვა - უკრაინაში მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ რუსეთის მიერ განხორციელებული საზარელი თავდასხმების, მათ შორის კომიშუვახაში ჰუმანიტარული დახმარების გამანაწილებელ ცენტრზე თავდასხმის, გამო, რასაც, სულ მცირე, 26 უდანაშაულო ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა“, - წერს ბრაჟე სოციალურ ქსელში.
შეგახსენებთ, გუშინ რუსეთმა ზაპოროჟიეს ოლქის კომიშუვახას დასახლებაზე თავდასხმა განახორციელა, რის შედეგადაც 26 ადამიანი დაიღუპა.