სამართალდამცველებმა არასრულწლოვნის მიმართ განხორციელებული ტრეფიკინგის ბრალდებით 2 პირი დააკავეს. მტკიცებულებებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით შეიმუშავეს ტრეფიკინგის გეგმა, რომლის განხორციელებაშიც ერთ-ერთი დაკავებულის არასრულწლოვანი შვილი ჩართეს. ბრალდებულები, არასრულწლოვანს დღიურად 100 ლარის შეგროვებას აიძულებდნენ, მიღებულ თანხას კი თავად ისაკუთრებდნენ. დანაშაული 17 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.