მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა უცხო ქვეყნის 101 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს - Palitra News

მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა უცხო ქვეყნის 101 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს

2026-11-03 12:41:41+04:00

მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა უცხო ქვეყნის 101 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს. მათ შორის არიან თურქეთის, ფილიპინების, თურქმენეთის, ინდოეთის, რუსეთის, ბელარუსის, ეგვიპტის, ჩინეთის, სომხეთის და სხვა სახელმწიფოების - მოქალაქეები. მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, გაძევებულ პირებს ქვეყანაში შემოსვლის აკრძალვა დაუწესდათ. მიმდინარე წელს, მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ ქვეყნიდან გაძევებულია 3600-ზე მეტი პირი.