ზაპოროჟიეს ოლქის კომიშუვახის დასახლებაში რუსეთის თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 29-მდე გაიზარდა, დაკარგულად ითვლება 48 ადამიანი - Palitra News

ზაპოროჟიეს ოლქის კომიშუვახის დასახლებაში რუსეთის თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 29-მდე გაიზარდა, დაკარგულად ითვლება 48 ადამიანი

2026-11-03 12:43:21+04:00

ზაპოროჟიეს ოლქის კომიშუვახის დასახლებაში რუსული საჰაერო დარტყმების შედეგად დაღუპულთა რიცხვი 29-მდე გაიზარდა, - ინფორმაციას უკრაინული მედია ზაპოროჟიეს ოლქის ადმინისტრაციის ხელმძღვანელზე, მიხაილ სემიკინზე დაყრდნობით ავრცელებს.

მისივე ინფორმაციით, დაშავებულია ხუთი ადამიანი, 48 კი დაკარგულად ითვლება.

ადგილზე სამძებრო-სამაშველო სამუშაოები გრძელდება.

„ტრაგედიის მასშტაბები საშინელია. ყოველი რიცხვის უკან ადამიანის სიცოცხლე დგას, ოჯახი, რომელმაც საყვარელი ადამიანები დაკარგა ან ჯერ კიდევ ელოდება საყვარელი ადამიანების შესახებ ინფორმაციას“, - აღნიშნა სემიკინმა.

შეგახსენებთ, რუსულმა ძალებმა გუშინ ზაპოროჟიეს ოლქში, კომიშუვახაში მდებარე სკოლა დაბომბეს, სადაც ჰუმანიტარული დახმარება ნაწილდებოდა.