მიკროსაფინანსო ორგანიზაციებში მოქალაქეებს 2 მილიარდ 135 მილიონი ლარის ძვირფასეულობა, ავტომობილები და უძრავი ქონება აქვთ დალომბარდებული - Palitra News

მიკროსაფინანსო ორგანიზაციებში მოქალაქეებს 2 მილიარდ 135 მილიონი ლარის ძვირფასეულობა, ავტომობილები და უძრავი ქონება აქვთ დალომბარდებული

2026-11-03 13:22:32+04:00

მიკროსაფინანსო ორგანიზაციებში მოქალაქეებს 2 მილიარდ 135 მილიონი ლარის ძვირფასეულობა, ავტომობილები და უძრავი ქონება აქვთ დალომბარდებული. აქედან, ყველაზე დიდი მოცულობის ლომბარდული სესხი, ოქროსა და სხვა ძვირფას ლითონებზე მოდის - 1 მილიარდ 618 მილიონი ლარი, და ეს მაჩვენებელი მნიშვნელოვნად არის გაზრდილი გასულ წელთან შედარებით. შედარებისთვის, გასული წლის იგივე პერიოდში, ანუ მესამე კვარტალში, მოქალაქეების მიერ მისო-ებში ჩადებული ოქროს ღირებულება 1 მილიარდ 238 მილიონ ლარს შეადგენდა. მისო-ების კონსოლიდირებული ფინანსური მაჩვენებლებიდან ასევე ირკვევა, რომ ფიზიკური პირების მიერ, მათ საფინანსო ორგანიზაციებში დალომბარდებულია დაახლოებით 129 მილიონი ლარის უძრავი ქონება და 387 მილიონი ლარის სატრანსპორტო საშუალება. ამასთან, ფინანსური ანგარიშგების თანახმად, 2026 წლის მე-3 კვარტლის მდგომარეობით, მიკროსაფინანსოების მიერ, ფიზიკურ პირებზე გაცემულია 2 მილიარდ 236 მილიონი ლარის სესხი, ხოლო იურიდიულ პირებზე დაახლოებით 19 მილიონი ლარის.