საწვავის აქციზიდან ერთ თვეში ბიუჯეტში 69 მლნ ლარზე მეტი შევიდა. 9 თვეში კი თითქმის 579 მლნ ლარი და გასულ წელთან შედარებით ეს მაჩვენებელი 12.2%-ით მეტია. უფრო დეტალურ მონაცემებს თუ ვნახავთ, საწვავის სახეობების მიხედვით, ყველაზე მეტი თანხა, აქციზის გადასახადიდან, ბენზინის საწვავის რეალიზაციაზე მოდის - 277 მილიონ ლარზე მეტი. მას მოსდევს დიზელი და იანვარ-სექტემბერში ბიუჯეტში მხოლოდ აქციზის გადასახადიდან თითქმის 180 მილიონი ლარის აკუმულირება მოხდა. მესამე პოზიციაზეა ნავთი - 144 მილიონი ლარით, ხოლო სხვა ნავთობპროდუქტებიდან 113 მილიონი ლარის ოდენობის აქციზის გადასახადი შევიდა ბიუჯეტში. ასევე აღსანიშნავია, რომ წელს იანვარ-სექტემბერში, მთლიანად იმპორტირებული პროდუქციის აქციზის გადასახადიდან, ხაზინაში 1 მილიარდ 911 მილიონი ლარის აკუმულირება მოხდა, და აქედან საწვავზე მესამედზე მეტი მოდის. დანარჩენილი წილი კი აქციზის გადასახადიდან ნაწილდება თამბაქოზე, ალკოჰოლურ სასმელზე, ავტომობილებზე და სხვა აქციზურ პროდუქციაზე.