არავინ დავობს იმაზე, რომ ელექტო და ჰიბრუდული ავტომობილები ბაზრისა და ინდუსტრიის აწმყო და მომავალია. ამას ოფიციალური სტატისტიკაც ცხადყოფს, მომხმარებლის არჩევანი ახალი ენერგიის ავტომობილების მიმართ სულ უფრო იზრდება. ამიერიდან კი თბილისში, კახეთის გზატკეცილზე, GEELY Nev Centre Georgia-ს შოურუმში, მომხმარებელს შესაძლებლობა ექნება პირადად გაეცნოს ელექტო და ჰიბრიდული ავტომობილების უახლეს მოდელებს, მიიღოს ინფორმაცია მათ ტექნიკურ შესაძლებლებლობებსა და კომპანიის მიერ შეთავაზებულ სერვისებზე. GEELY Nev Centre Georgia-ს გახსნა, „ჩოჩელი ინვესტმენტ ჯგუფის“ საავტომობილო მიმართულების მასშტაბურ განვითარებას უკავშირდება, რაც საქართველოს ბაზარზე, ბრენდის პოზიციების განმტკიცებისა და შემდგომი ზრდისთვის, სრულიად ახალ შესაძლებლობებს ქმნის.