საქართველოს ეროვნული ბანკის ინიციატივითა და ბაზისბანკის მხარდაჭერით, მასშტაბური საგანმანათლებლო პროექტი იწყება - Palitra News

საქართველოს ეროვნული ბანკის ინიციატივითა და ბაზისბანკის მხარდაჭერით, მასშტაბური საგანმანათლებლო პროექტი იწყება

2026-11-03 13:51:01+04:00

საქართველოს ეროვნული ბანკის ინიციატივითა და ბაზისბანკის მხარდაჭერით, მასშტაბური საგანმანათლებლო პროექტი იწყება, რომლის მიზანიც, საქართველოს ყველა რეგიონში, ფინანსური განათლების ხელმისაწვდომობის გაზრდაა. პროექტის ფარგლებში, სპეციალურად აღჭურვილი და ბრენდირებული ავტობუსი საქართველოს სხვადასხვა რეგიონს მოივლის და ფინანსური განათლების შესახებ ინფორმაციას მოსახლეობას გააცნოს. მათ შორის, ინფომრაციის გაზიარება ფინანსური განათლების შესახებ, მოხდება როგორც რეგიონულ ცენტრებში, ასევე სოფლად მცხოვრები ადამიანებისთვის, ვისთვისაც საგანმანათლებლო რესურსებსა და ტრეინინგებზე წვდომა ხშირად შეზღუდულია. ბაზისბანკისთვის საგანმანათლებლო ინიციატივების მხარდაჭერა გრძელვადიანი სტრატეგიული პრიორიტეტია. ამ მიმართულებით ბანკი აქტიურად თანამშრომლობს საქართველოს ეროვნულ ბანკთან და ფინანსური განათლების პლატფორმა „ფინედუსთან“