ირაკლი კობახიძე ჟურნალისტის კითხვაზე, რომ „არიან ევროპელი ლიდერები, რომელთაც მასთან ერთად ფოტოს გადაღება არ სურთ“ - მე ყველასთან მაქვს ფოტოები გადაღებული - Palitra News

ირაკლი კობახიძე ჟურნალისტის კითხვაზე, რომ „არიან ევროპელი ლიდერები, რომელთაც მასთან ერთად ფოტოს გადაღება არ სურთ“ - მე ყველასთან მაქვს ფოტოები გადაღებული

2026-11-03 20:55:01+04:00

ირაკლი კობახიძის განცხადებით, ფოტო ყველა ევროპელ ლიდერთან აქვს გადაღებული.

კერძოდ, ბრიუსელში, „ევრონიუსის“ მიერ ორგანიზებულ ევროკავშირის გაფართოების სამიტზე, ჟურნალისტმა მარია ტადეომ საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს შეკითხვა დაუსვა იმის შესახებ, რომ „არიან ევროპელი ლიდერები, რომელთაც მასთან ერთად ფოტოს გადაღება არ სურთ“.

„მე ყველასთან მაქვს ფოტოები გადაღებული“, - უპასუხა ირაკლი კობახიძემ.

შეგახსენებთ, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ბრიუსელში ევროკავშირის გაფართოების სამიტში მიიღო მონაწილეობა, რომელიც „ევრონიუსის“ ორგანიზებით გაიმართა.