ოპოზიციის გეგმები და ვადამდელი არჩევნები - რა განიხილეს დასავლელ დიპლომატებთან შეხვედრაზე? - Palitra News

ოპოზიციის გეგმები და ვადამდელი არჩევნები - რა განიხილეს დასავლელ დიპლომატებთან შეხვედრაზე?

2026-11-03 21:16:31+04:00

პარტია „ჯერ საქართველოსა“ და ოპოზიციური ალიანსის წევრები საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური მისიებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდნენ. დიპლომატებს შორის იყვნენ აშშ-ის, დიდი ბრიტანეთისა და ევროკავშირის წარმომადგენლები. ოპოზიციონერთა განმარტებით, დასავლელ დიპლომატებს ოპოზიციის სამომავლო გეგმები აინტერესებდათ. ამასთანავე, მხარეებმა ქვეყანაში არსებული პოლიტიკური ვითარება, საკონსტიტუციო სასამართლოში „ქართული ოცნების“ სარჩელი და ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარების შესაძლებლობა განიხილეს.