საქართველო ევროკავშირის გაფართოების ანგარიშში ქვეყნის ევროინტეგრაციის შესახებ შეფასებებს ხვალ, 4 ნოემბერს მოისმენს. ოპოზიციაში მიიჩნევენ, რომ აღნიშნული ანგარიში უმწვავესი იქნება, რაც, მათივე შეფასებით, „ქართული ოცნების“ პოლიტიკის შედეგია. ხელისუფლების წარმომადგენლები კი ევროპასთან დიალოგისთვის მზადყოფნას გამოთქვამენ, თუმცა შესაძლო კრიტიკულ ანგარიშზე პასუხისმგებლობას ოფიციალურ ბრიუსელს აკისრებენ. ხვალინდელი ანგარიშის გამოქვეყნებამდე კი ირაკლი კობახიძე იმყოფება ბრიუსელში, სადაც მონაწილეობას იღებს „ევრონიუსის“ ორგანიზებით გამართულ სამიტში.