ივანიშვილი პრესის თავისუფლების მტაცებელთა სიაში - ხელისუფლების პასუხი საერთაშორისო ორგანიზაციის შეფასებაზე - Palitra News

ივანიშვილი პრესის თავისუფლების მტაცებელთა სიაში - ხელისუფლების პასუხი საერთაშორისო ორგანიზაციის შეფასებაზე

2026-11-03 21:21:42+04:00

ზედიზე მეორედ - საერთაშორისო ორგანიზაცია „რეპორტიორები საზღვრებს გარეშე“ ბიძინა ივანიშვილს პრესის თავისუფლების მტაცებელთა სიაში ასახელებს. ივანიშვილთან ერთად, წლევანდელ სიაში 33 პირი და ორგანიზაცია მოხვდა, მათ შორის პირველად - დონალდ ტრამპი. ორგანიზაციის განმარტებით, სიაში მოხვედრილ პირებს საერთო მიზანი აერთიანებთ - ხელი შეუშალონ ჟურნალისტებს პროფესიულ საქმიანობაში და საზოგადოება დამოუკიდებელი ინფორმაციის გარეშე დატოვონ. ამ ამბავს დღეს სპეციალური ბრიფინგით გამოეხმაურა უმრავლესობის ლიდერი, ირაკლი კირცხალია.