რუსეთის ვეტერინარული და ფიტოსანიტარიული ზედამხედველობის სამსახურის სპეციალისტები საქართველოში, სავარაუდოდ, უახლოეს დღეებში ჩამოვლენ, თუმცა ვიზიტის ზუსტი თარიღი ჯერჯერობით უცნობია. რუსული დელეგაცია ქართული ხილისა და სხვა მცენარეული პროდუქციის რუსეთში ექსპორტისთვის საჭირო ფიტოსანიტარიული სერტიფიცირების სისტემას შეისწავლის. ასევე დაგეგმილია ლაბორატორიის აუდიტი, სადაც პესტიციდებისა და აგროქიმიკატების ნარჩენების კვლევა ტარდება.