აშშ-ში შუალედური არჩევნების შემდეგ ხმების დათვლა გრძელდება - Palitra News

აშშ-ში შუალედური არჩევნების შემდეგ ხმების დათვლა გრძელდება

2026-11-04 09:57:07+04:00

აშშ-ში შუალედური არჩევნების შემდეგ ხმების დათვლა გრძელდება. დემოკრატებმა ჩრდილოეთ კაროლინაში სენატორის მანდატი მოიპოვეს - ყოფილმა გუბერნატორმა როი კუპერმა რესპუბლიკელი მაიკლ უოთლი დაამარცხა. ჯორჯიაში ჯონ ოსოფმა მანდატი შეინარჩუნა, ნიუ-ჰემფშირში კი კრის პაპასმა გაიმარჯვა. კონგრესის ორივე პალატაში საბოლოო ძალთა ბალანსი ჯერ უცნობია. არჩევნებზე ამერიკელები წარმომადგენელთა პალატის 435 წევრსა და სენატის 35 მანდატს ირჩევდნენ. ასევე, 36 შტატში გუბერნატორის არჩევნები გაიმართა.