დღეს ევროკავშირის მიმდინარე წლის გაფართოების ანგარიშის გამოქვეყნდება და ვიდრე მისი შინაარსი საზოგადოებისთვის გახდება ცნობილი, გავრცელდა სავარაუდო ინფორმაცია საქართველოსთან დაკავშირებით დოკუმენტის ძირითადი შეფასებების შესახებ. „რადიო თავისუფლების“ ევროპის ბიუროს რედაქტორის, რიკარდ იოზვიაკის ინფორმაციით, ხელისუფლებას დემოკრატიისა და ფუნდამენტური უფლებების მიმართულებით არსებული პრობლემების აღმოსაფხვრელად ნაბიჯები არ გადაუდგამს. მისი ცნობით, ანგარიშში კვლავ მეორდება შეფასება, რომ საქართველო ევროკავშირის კანდიდატი მხოლოდ სახელით არის. დოკუმენტში ასევე აღნიშნულია, რომ არსებული ვითარება ზოგადად უვიზო მიმოსვლის შენარჩუნებასაც საფრთხეს უქმნის.