მურთაზ ზოდელავა და ლაშა ბერიძე პენიტენციურ დაწესებულებას დღეს დატოვებენ - Palitra News

მურთაზ ზოდელავა და ლაშა ბერიძე პენიტენციურ დაწესებულებას დღეს დატოვებენ

2026-11-04 10:00:23+04:00

4 ოქტომბრის საქმეზე მსჯავრდებულები, მურთაზ ზოდელავა და ლაშა ბერიძე პენიტენციურ დაწესებულებას დღეს დატოვებენ. მათთან ერთად საპროცესო შეთანხმება გური ჟვანიასა და ირაკლი ჩხვირკიასაც გაუფორმდათ. შეთანხმების მიხედვით, ოთხივეს 3 წლითა და 1 თვით პატიმრობა მიესაჯა, თუმცა რეალურად 1 წელი და 1 თვე მოიხადეს, დარჩენილი 2 წელი კი პირობითად ჩაეთვალათ. ჩხვირკია ციხეს 6 ნოემბერს, ჟვანია კი 16 ნოემბერს დატოვებს.