ამერიკელი ხალხისთვის შედეგებს მივაღწევთ, პრეზიდენტთან ერთად თუ მის გარეშე, - ამის შესახებ აშშ-ის სენატში უმცირესობის ლიდერმა, ჩაკ შუმერმა (დემოკრატიული პარტია) განაცხადა.
„მოვისმინე, რომ მას ჩვენთან თანამშრომლობა სურს. ჩვენ ამერიკელი ხალხისთვის შედეგებს მივაღწევთ, პრეზიდენტთან ერთად თუ მის გარეშე“, - აღნიშნა შუმერმა.
შუმერმა ამომრჩეველს მიმართა და განაცხადა, რომ „დახმარება გზაშია“.
„ყველა წინააღმდეგობის მიუხედავად, ჩვენ, „დემოკრატებმა“ სენატში გავიმარჯვეთ“, - განაცხადა ჩაკ შუმერმა.