აშშ-ში შუალედური არჩევნების წინასწარი შედეგები პოლიტიკურ ძალთა განლაგებაზე უკვე აისახება. დემოკრატებმა სენატში რამდენიმე მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვეს, თუმცა კონგრესის ორივე პალატაში საბოლოო სურათი ჯერ კიდევ გაურკვეველია. არჩევნების შედეგები განსაზღვრავს, რამდენად თავისუფლად შეძლებს დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია პოლიტიკური კურსის გატარებას და რა გავლენის ბერკეტები ექნებათ დემოკრატებს პრეზიდენტის გადაწყვეტილებებზე.