4 ოქტომბრის საქმეზე მსჯავრდებულებმა, მურთაზ ზოდელავამ და ლაშა ბერიძემ საპატიმრო დატოვეს - Palitra News

4 ოქტომბრის საქმეზე მსჯავრდებულებმა, მურთაზ ზოდელავამ და ლაშა ბერიძემ საპატიმრო დატოვეს

2026-11-04 13:00:50+04:00

4 ოქტომბრის საქმეზე მსჯავრდებულებმა, მურთაზ ზოდელავამ და ლაშა ბერიძემ საპატიმრო დატოვეს. მათი გათავისუფლება საპროცესო შეთანხმების საფუძველზე მოხდა. ანალოგიური შეთანხმება გური ჟვანიასა და ირაკლი ჩხვირკიასაც გაუფორმდათ. ოთხივე პირს 3 წლითა და 1 თვით თავისუფლების აღკვეთა შეეფარდა, თუმცა რეალურად სასჯელს 1 წელი და 1 თვე მოიხდიდნენ, დარჩენილი 2 წელი კი პირობითად ჩაეთვალათ. ეკა ლემონჯავა იმყოფება რუსთავის პენიტენციურ დაწესებულებასთან, სადაც დღეს მურთაზ ზოდელავა გათავისუფლდა.