გიორგი გახარია - ირაკლი კობახიძემ ბრიუსელში გამოავლინა სრული არაკომპეტენტურობა და რეალობისგან სრული მოწყვეტა - Palitra News

გიორგი გახარია - ირაკლი კობახიძემ ბრიუსელში გამოავლინა სრული არაკომპეტენტურობა და რეალობისგან სრული მოწყვეტა

2026-11-04 14:23:40+04:00

გუშინ ბრიუსელში ირაკლი კობახიძემ საჯაროდ გამოავლინა ის, რაც საქართველოში ყველამ დიდი ხანია იცის - და რაც ახლა ევროპამაც დაინახა: სრული არაკომპეტენტურობა და რეალობისგან სრული მოწყვეტა, - ამის შესახებ პარტია „გახარია საქართველოსთვის“ ლიდერი, გიორგი გახარია სოციალურ ქსელში წერს.

მისი მტკიცებით, „ქართული ოცნება“ ღიად აღიარებს, რომ არავითარი გეგმა არ გააჩნიათ და არც ქცევის შეცვლას აპირებენ.

„ისინი დიდი ხანია ბრიუსელს ადანაშაულებენ ურთიერთობების ჩიხში შეყვანაში, თუმცა ახლა უკვე მართლაც საგანგაშოა, რომ ისინი ღიად აღიარებენ - არავითარი გეგმა არ გააჩნიათ და არც ქცევის შეცვლას აპირებენ; ისინი უბრალოდ ელიან, რომ შეიცვლება ბრიუსელი და ევროკავშირის მთელი პოლიტიკური ხელმძღვანელობა”, - წერს გახარია.

მისი თქმით, საქართველოს ევროპული მომავალი მძევლად ჰყავს აყვანილი ავტორიტარულ, არაკომპეტენტურ რეჟიმს, რომელიც ევროპულ ღირებულებებს ებრძვის.

„საქართველოს ევროპული მომავალი მძევლად ჰყავს აყვანილი ავტორიტარულ, არაკომპეტენტურ რეჟიმს, რომელიც ებრძვის ევროპულ ღირებულებებს და, ამავდროულად, მოითხოვს, რომ ევროკავშირი მის წესებს დაემორჩილოს“,- წერს გახარია.