ბიზნესცენტრ „დელისში“ გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია - Palitra News

ბიზნესცენტრ „დელისში“ გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია

2026-11-04 17:16:24+04:00

ბიზნესცენტრ „დელისში“ გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია. აღნიშნული ინფორმაცია „ინტერპრესნიუსს“ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში დაუდასტურეს.

შენობაში ხანძარი ცოტა ხნის წინ გაჩნდა.

აღნიშნულ შენობაში ტელეკომპანია „ფორმულას“ ოფისიცაა განთავსებული, რის გამოც ტელეკომპანიის სტუდიებსა და ნიუსრუმშიც დაკვამლიანება იყო. არხის ჟურნალისტის, სოფო ვარდიაშვილის ინფორმაციით, ნიუსრუმში 22 ჟურნალისტი იმყოფებოდა. მათი ადგილიდან გამოყვანა ეტაპობრივად მიმდინარეობდა. ამ დროისთვის ტელევიზიის ყველა თანამშრომელი გამოყვანილია.