თუ საქართველოს სურს, რომ ოდესმე გახდეს ევროკავშირის წევრი, საქართველომ უნდა მიიღოს კანონები, რომლებიც ევროპულია - არა ამერიკული, რუსული, ჩინური ან ნებისმიერი სხვა. ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ განაცხადა.
“თუ საქართველოს სურს, რომ ოდესმე გახდეს ევროკავშირის წევრი, საქართველომ უნდა მიიღოს კანონები, რომლებიც ევროპულია. არა კანონები, რომლებიც ამერიკულია, რუსული, ჩინური ან ნებისმიერი სხვა - ევროპული კანონები.
ძალიან ნათლად ვთქვით, ჯერ კიდევ 2023 წელს, რომ ე.წ. “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონი არ შეესაბამება ევროკავშირის კანონმდებლობას. მოხარული ვიყავით, რომ 2023 წელს მმართველმა პარტიამ გადაწყვიტა უპირობოდ გაეწვია ეს კანონი. ეს დაგვეხმარა პროგრესის მიღწევაში. და 2023 წლის ბოლოს ყველა აღვნიშნავდით საქართველოს კანდიდატ ქვეყნად გახდომას.
რამდენიმე კვირის შემდეგ, სრულიად მოულოდნელად, იმავე მმართველმა პარტიამ გადაწყვიტა უკან წასვლა და ამ კანონის ხელახლა წარმოდგენა. ხმამაღლად და ცხადად ვთქვით, მათ შორის მეც: “გთხოვთ, არ ქნათ ეს, გთხოვთ, არ ქნათ ეს”. ეს კანონი არ შეესაბამება ევროკავშირის კანონმდებლობას და ასევე ხმამაღლად და ცხადად ვთქვით, რომ შედეგები იქნებოდა.
საქართველოს მთავრობამ გადაწყვიტა გაეგრძელებინა ეს. მერე კიდევ ერთი კანონი, კიდევ ერთი კანონი, კიდევ ერთი კანონი - ყოველი მათგანი სულ უფრო და უფრო ზრდის დისტანციას ჩვენს, ევროკავშირსა, და საქართველოს შორის.
საქართველოს გადასაწყვეტია, რა კანონებია შესაბამისი საქართველოსთვის. თუმცა - და ეს ჩემი, როგორც ევროკავშირის ელჩის - სათქმელია, თუ საქართველოს სურს, რომ ოდესმე გაწევრიანდეს ევროკავშირში, საქართველოს უნდა ჰქონდეს კანონები, რომლებიც ევროპულია,” - განაცხადა ჰერჩინსკიმ.