ნაციონალურმა მოძრაობამ ოპოზიციური ალიანსი ოფიციალურად დატოვა. პარტია საკუთარი დღის წესრიგით მოქმედებას აპირებს, თუმცა ამავე დროს დანარჩენ რვა ოპოზიციურ სუბიექტთან თანამშრომლობაზე უარს არ ამბობს. ალიანსის წევრების თქმით, ბოლო შეხვედრებში ნაციონალური მოძრაობა არ მონაწილეობდა, ითქვა ისიც, რომ პარტია ალიანსის შეთანხმებულ წესებს არ იცავდა. ალიანსის პირვანდელი შემადგენლობის ცვლილება ქართულ ოცნებისთვის იმის დადასტურება, რომ ოპოზიციას არანაირი პერსპექტივა არ აქვს.