პაველ ჰერჩინსკი - ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი არ არის დაფუძნებული კანდიდატი ქვეყნის თვითშეფასებაზე - ევროკომისია აფასებს საქართველოს და არა პირიქით - Palitra News

პაველ ჰერჩინსკი - ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი არ არის დაფუძნებული კანდიდატი ქვეყნის თვითშეფასებაზე - ევროკომისია აფასებს საქართველოს და არა პირიქით

2026-11-04 20:24:03+04:00

მინდა ვთქვა, რომ ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი არ არის დაფუძნებული კანდიდატი ქვეყნის თვითშეფასებაზე, ევროკავშირია ის, ვინც აფასებს კანდიდატ ქვეყანას ,- ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა პაველ ჰერჩინსკიმ განაცხადა და შესაბამისად გამოეხმაურა გუშინ „ევრონიუსის“ გაფართოების სამიტზე საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი კობახიძის მიერ გაკეთებულ განცხადებას, რომ ისინი ოპტიმისტურად უყურებენ ევროკავშირის მხრიდან მიდგომები შეიცვლება.

ელჩის თქმით, გაწევრიანების პროცესი ნებაყოფლობით განცხადებას ეფუძნება და ევროკავშირის წევრობაზე ნებაყოფლობითი განცხადების შეტანით, ქვეყანა ეთანხმება ევროკომისიის ზედამხედველობასა და შემოწმებას.

„ეს მარტივი სიმართლეა, ეს ევროკავშირის გაფართოების საფუძველია. ევროკომისია აფასებს საქართველოს და არა პირიქით. გაწევრიანების პროცესი ნებაყოფლობით განცხადებას ეფუძნება. ევროკავშირის წევრობაზე ნებაყოფლობითი განცხადების შეტანით, ქვეყანა ეთანხმება ევროკომისიის ზედამხედველობასა და შემოწმებას. ჩვენ წინ მივიწევთ გაფართოების საკითხში. არიან კანდიდატი ქვეყნები, რომლებიც გაფართოების საკითხს ძალიან სერიოზულად ეკიდებიან. და თქვენ ახლახან მოუსმინეთ კომისარ კოსს, რომელმაც დაასახელა მონტენეგრო, ალბანეთ, უკრაინა და მოლდოვა, როგორც მოწინავე ქვეყნები. არიან, ასევე, ქვეყნები, რომლებიც სამწუხაროდ, მიუხედავად იმისა, რომ ვერბალურად გამოახატავენ თავიანთ ინტერესს, შორდებიან ევროკავშირის გზას და რეალურად მიღწეული პროგრესიდან უკან იხევენ. ეს უკიდურესად დასანანია, მაგრამ ეს ყველა კანდიდატი ქვეყნის სუვერენული გადაწყვეტილებაა“.- განაცხადა ჰერჩინსკიმ.