საქართველოს ხელისუფლებისთვის 2026 წლის გაფართოების შესახებ ანგარიში ოფიციალურად გადაცემულია. დოკუმენტის თანახმად საქართველო კანადიდატი ქვეყანა მხოლოდ სახელით რჩება. „ ვითარება უარესდება დემოკრატიის მკვეთრი უკუსვლით, კანონის უზენაესობის სწრაფი ეროზიით“ - დღეს ამის შესახებ ევროკომისარმა გაფართოების საკითხებში მარტა კოსმა ევროპარლამენტში 2026 წლის გაფართოების პაკეტის წარდგენისას განაცხადა. ევროპელი ლიდერები საქარტველოს საკითხს იანვრის თვეში ჩაუღრმავდებიან. მანამდე კი ამბობენ, ქართველ ხალხს მხარდაჭერას უცხადებენ და ხსაქართველოს ევროპული გზა კვლავ ღიაა იმ შემთხვევაში თუკი ხელისუფლება კურსს შეიცვლის.