28 ოქტომბერს პარლამენტში წარდგენილი კანონპროექტით, არჩევნების შედეგებს საოლქო კომისიების ნაცვლად, საუბნო კომისიების მონაცემებზე დაყრდნობით, პირდაპირ ცენტრალური საარჩევნო კომისია შეაჯამებს. საარჩევნო კოდექსში მორიგი ცვლილებების თანახმად, ყველა ტიპის არჩევნების საბოლოო შედეგების შეჯამების ვადა 15 დღით განისაზღვრება. შეიზღდება შედეგების გასაჩივრების შესაძლებლობაც. ცესკოს შემაჯამებელი ოქმის გასაჩივრება მხოლოდ მონაცემების არასწორად ან არასრულად ასახვის შემთხვევაში იქნება შესაძლებელი.