ევროკომისიისს მორიგი ანგარიშშის თანახმად აქართველოს ხელისუფლებამ რეკომენდაციები არ შეასრულა, მთავარ გამოწვევად კვკლავ რჩება დემოკრატიული უკუსვლა რაც უვიზო მიმოსვლის შეჩერების საფრთხეს ქმნის. ევროკომისიის შეფასებით, საქართველომ ვიზალიბერალიზაციის მექანიზმის ფარგლებში გაცემული რეკომენდაციებიდან თითქმის არცერთი არ შეასრულა, მეტიც, ფუნდამენტური უფლებებისა და კანონის უზენაესობის მიმართულებით მდგომარეობა კიდევ უფრო გაუარესდა. ანგარიშში აღნიშნულია, რომ ხელისუფლებამ არათუ არ მიიღო მაკორექტირებელი ზომები, არამედ დამატებითი შემზღუდველი საკანონმდებლო აქტები შემოიღო, რომლებიც ფუნდამენტური თავისუფლებების დაცვის ვალდებულებებს ეწინააღმდეგება. მოვისმინოთ როგორ ეხმაურებიან კრიტიკულ გზავნილებს საქართველოში.