ამერიკის შეერთებული შტატების შიდა პოლიტიკაში მომხდარი ცვლილება საქართველოსთვისაც საყურადღებოა. სწორედ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციასთან ურთიერთობების აღდგენას უკავშირებდა ქართული ოცნება ვაშინგტონთან სტრატეგიული პარტნიორობის განახლების იმედს. თუმცა, კონგრესში დემოკრატების გამარჯვება ამ პროცესს ახალ პოლიტიკურ გამოწვევას უქმნის. ოპოზიციაში თვლიან, რომ დემოკრატებს ექნებათ შესაძლებლობა, უფრო აქტიურად გააკონტროლონ ადმინისტრაციის საქმიანობა, წამოჭრან საქართველოსთან დაკავშირებული საკითხები და გააძლიერონ ზეწოლა ქვეყანაში დემოკრატიული პროცესებთან დაკავშირებით.