საკონსტიტუციო სასამართლოში ოპოზიციური პარტიების აკრძალვის პროცესი მომდევნო კვირიდან გრძელდება. ქართული ოცნების 88 დეპუტატის სარჩელის განხილვა 9 ნოემბრიდან განახლდება. ოპოზიციაში მიიჩნევენ, რომ საქმე არა კონსტიტუციური წესრიგის დაცვას, არამედ პოლიტიკური კონკურენციის შეზღუდვასა და ხელისუფლებისთვის არასასურველი პოლიტიკური ძალების ჩამოშორებას ეხება. ოპოზიციისთვის საქმეს კიდევ უფრო მნიშვნელოვანი საერთაშორისო კონტექსტი აქვს. ევროპარლამენტმა უკვე მოუწოდა საქართველოს ხელისუფლებას უარითქვას ოპოზიციური პარტიების აკრძალვის მოთხოვნაზე.