საქართველო კანდიდატი ქვეყანა მხოლოდ სახელით რჩება - ასეთია ევრკავშირის გაფართოების ანგარიშის შეფასება. ევროპელი ლიდერები აცხადებენ, რომ დემოკრატიული უკუსვლა გრძელდება, ქართული ოცნება ანტიევროპულ, მანიპულაციურ ნარატივებს ავრცელებს და უვიზო მიმოსვლის მხრივ გაცემული რეკომენდაციებიდან არაფერი შესრულებულა. კითხვაზე განიხილავს თუა ევროკავშირის სანქციებს ბიძინა ივანიშვლის, ირაკლი კობახიძის, შალვა პაპუაშვილის და სხვათა წინააღმდეგ - პასუხი ასეთია - ამ ეტაპზე ევროკავშირის 27 წევს შორის კონსესუსი არ არსებობს, თუმცა დისკუსიები გრძელდება. საქართველოს თემა ევროპელი ლიდერები იანვარში დაუბრუნებიან. მანამდე რა განწყობებია საქართველოში?