ოპოზიციური ალიანსის განცხადებით, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ გაერთიანება საბოლოოდ დატოვა. პარტია ამ ეტაპზე დამოუკიდებელი პოლიტიკური დღის წესრიგით მოქმედებას გეგმავს, თუმცა დანარჩენ რვა ოპოზიციურ სუბიექტთან თანამშრომლობასაც არ გამორიცხავს. ალიანსის წევრების განმარტებით, „ნაციონალური მოძრაობა“ ბოლო შეხვედრებში მონაწილეობას აღარ იღებდა და შეთანხმებულ წესებსაც არ იცავდა. თავად პარტიაში კი გადაწყვეტილების მიზეზად საკუთარი პოლიტიკური პოზიციების დამოუკიდებლად და მკაფიოდ გამოხატვის სურვილს ასახელებენ.