აშშ-ის შუალედურ არჩევნებში დემოკრატებმა კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი მოიპოვეს - Palitra News

აშშ-ის შუალედურ არჩევნებში დემოკრატებმა კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი მოიპოვეს

2026-11-05 13:00:07+04:00

აშშ-ის შუალედურ არჩევნებში დემოკრატებმა კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი მოიპოვეს და რესპუბლიკელებს უმრავლესობა ჩამოართვეს. როგორც საერთაშორისო ექსპერტები განმარტავენ, შედეგი დონალდ ტრამპისთვის პოლიტიკური დარტყმაა. პრეზიდენტს დარჩენილი ვადის განმავლობაში კანონების მიღებისა და საკვანძო გადაწყვეტილებების განხორციელება უკვე დემოკრატების წინააღმდეგობის პირობებში მოუწევს. რამდენიმე საარჩევნო ოლქში ხმების დათვლა ჯერ კიდევ გრძელდება, მათ შორის მისისიპისა და ალასკის სენატორის არჩევნებში. რესპუბლიკელთა დამარცხების მიზეზებზე პარტიაში კამათი დაიწყო. ვიცე-პრეზიდენტმა ჯეი დი ვენსმა ერთ-ერთ მთავარ ფაქტორად ირანთან ომი დაასახელა, ტრამპმა კი ეს შეფასება დიდწილად გაიზიარა. წინასწარ შედეგებს საერთაშორისო გამოხმაურებაც მოჰყვა. ევროპელი პოლიტიკოსები დემოკრატების უმრავლესობას ორივე პალატაში დადებითად აფასებენ.