ქრთამის აღების ფაქტები 215%-ით, ხოლო ზეგავლენით ვაჭრობის შემთხვევები 500%-ით გაიზარდა - Palitra News

ქრთამის აღების ფაქტები 215%-ით, ხოლო ზეგავლენით ვაჭრობის შემთხვევები 500%-ით გაიზარდა

2026-11-05 14:16:30+04:00

ქრთამის აღების ფაქტები 215%-ით, ხოლო ზეგავლენით ვაჭრობის შემთხვევები 500%-ით გაიზარდა და ეს შსს-ს მონაცემებია. ოფიციალური სტატისტიკა ცხადყოფს, რომ ამ წლის იანვარ-სექტემბერში, ზოგადად სამოხელეო დანაშაულის მაჩვენებელი წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 22 %-ით არის გაზრდილი. ასე მაგალითად, 2026 წლის 9 თვეში სამოხელეო დანაშაულის 249 შემთხვევა დაფიქსირდა. მაშინ როცა, გასული წლის იანვარ-სექტემბერში ეს მაჩვენებელი 204 იყო. საინტერესოა რა თქმა უნდა დანაშაულის გახსნის მაჩვენებელიც. უწყების ცნობით, წელს დაფიქსირებული 249 ფაქტიდან 62 გაიხსნა, შედეგად გახსნის მაჩვენებელმა 24.9% შეადგინა. დანაშაულის სახეობების მიხედვით ჩაშლილი სტატისტიკა ცხადყოფს, რომ ამ წლის ცხრა თვეში, სახელმწიფო სტრუქტურებში განსაკუთრებით გაზრდილია ქრთამის აღებისა და ზეგავლენით ვაჭრობის შემთხვევები. მე უბრალოდ კომენტარის სახით დავამატებდი, რომ ასეთი შემთხვევები სულ იყო, უბრალოდ ახლა მათი გამოვლენა და მათზე სამართლებრივი რეაგირება უფრო ხშირად ხდება. ასე მაგალითად, გამოვლენილია სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების 39 შემთხვევა, რაც წინა წელთან შედარებით 44.44 %-ით მეტია. სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების შემთხვევები გაზრდილია 4,95%-ით და ასეთი სამართალდარღვების 106 შემთხვევა აღირიცხა. დაფიქსირდა ქრთამის აღების 41 ფაქტი, სომბოლური დამთხვევაა და წლიურად ეს მაჩვენებელი 215.38%-ით გაიზარდა. ზეგავლენით ვაჭრობის სულ 5 შემთხვევა გამოვლინდა, რაც წლიურად 500%-ით გაზრდილი მაჩვენებლია, ანუ გასულ წელს მხოლოდ ერთი ასეთი შემთხვევა გამოავლინეს. გარდა ამისა, მიმდინარე წლის 9 თვეში გამოვლინდა სამოხელეო დანაშაულის ისეთი შემთხვევები, როგორცაა: კანონით აკრძალული საჩუქრის მიღება, სამსახურებრივი სიყალბის ფაქტები, სამსახურებრივი გულგრილობის შემთხვევები და სხვა.