მათ ჩათვალეს საჭიროდ ოფიციალურად ამის გაკეთება, თორემ ბოლო თვეების მანძილზე რომ არ ვიყავით „ოპოზიციის ალიანსის“ საქმიანობაში ჩართულები, ეს ყველამ ისედაც იცოდა - შენ გამრიცხე, მე წავედი, ეს უნდა დასრულდეს, საკონსტიტუციო სასამართლოზე და 28 ნოემბრის აქციაზე ვორიენტირდეთ, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობითი საბჭოს თავმჯდომარემ, ირაკლი ფავლენიშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, „არაფერი არ შეცვლილა, უბრალოდ ოფიციალურად გაფორმება მოინდომეს „ალიანსში“, ლოგოს ამოღების და გარიცხვის სახე მიეცა, როგორც კონკრეტულმა წარმომადგენელმა განაცხადა“.
„შემდეგ მე განვაცხადე, რომ თუ ამ „ალიანსში“ არ ვართ, ჩვენთვის ეს გასაგებია და არ ვიქნებით, ისედაც საქმიანობაში არ ვიყავით ჩართულები. ისევ ერთიანობის გამო არ ვიყავით ჩართულები, ჩვენი იქ ყოფნა მუდმივ თავდასხმებს იწვევდა, შემდეგ ამას ჩვენი პასუხი მოყვებოდა, იმის მაგივრად, რომ „ქართული ოცნების“ დანაშაულებსა და მოგვარების გზებზე ყოფილიყო საუბარი. ამიტომაც ისევ ერთიანობისა და საერთო ბრძოლისთვის საჭიროდ ჩავთვალეთ, რომ საქმიანობაში ჩართულები არ ვყოფილიყავით.
ჩვენ არ მიგვაჩნდა სერიოზულად საუბარი და ოფიციალური მსჯელობა იმისთვის, რომ გადაწყვეტილება მიგვეღო დაგვეტოვებინა თუ არა „ალიანსი“. ახლა სხვა დროა და საზოგადოებას სხვა მოთხოვნები აქვს. მათ ჩათვალეს საჭიროდ ოფიციალურად ამის გაკეთება, თორემ ბოლო თვეების მანძილზე რომ არ ვიყავით „ალიანსის“ საქმიანობაში ჩართულები, ეს ყველამ ისედაც იცოდა, არ ვმალავდი მეც და ამაზე ვსაუბრობდი. მარტივი მოცემულობა გახლავთ, არ ვიყავით ჩართულები, ისევ ერთიანობის გამო, რადგან მერე მუდმივად ბრალდებები ხდებოდა, ამიტომაც ოფიციალურად მსჯელობა და გადაწყვეტილების მიღება არ მიგვაჩნდა რელევანტურად. ჩვენთვის მნიშვნელობა არ აქვს გაგვრიცხეს თუ ჩვენით წამოვედით, ასე გამოვიდა, რომ გაგვრიცხეს, მაგრამ ამაზე საუბარი არ მიმაჩნია რელევანტურად. ახლაა ბრძოლაა და შენ გამრიცხე, მე წავედი, ეს უნდა დასრულდეს და საკონსტიტუციო სასამართლოზე და 28 ნოემბრის აქციაზე ვორიენტირდეთ“, - განაცხადა ფავლენიშვილმა.