ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. ვიცე-პრემიერად რუსეთის ყოფილი მაღალჩინოსანი დანიშნეს - Palitra News

ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. ვიცე-პრემიერად რუსეთის ყოფილი მაღალჩინოსანი დანიშნეს

2026-11-05 19:16:43+04:00

ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის ე.წ. “ვიცე-პრემიერად” რუსი ყოფილი მაღალჩინოსანი დანიშნეს. ამის შესახებ ინფორმაციას ოკუპირებული რეგიონის მედია ავრცელებს.

კერძოდ, ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. “პრეზიდენტმა”, მარატ კამბოლოვმა ე.წ. “ვიცე-პრემიერად” დმიტრი გლადსკი დანიშნა.

გლადსკი რუსი მაღალჩინოსანია, რომელიც 2021 წლიდან ბელგოროდის ოლქში მუშაობდა, ჯერ გუბერნატორის მრჩევლად, შემდეგ მის მოადგილედ და პირველ მოადგილედ.