ევროკომისიის კრიტიკული ანგარიში - ურთიერთბრალდებები ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის - Palitra News

ევროკომისიის კრიტიკული ანგარიში - ურთიერთბრალდებები ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის

2026-11-05 20:40:53+04:00

ევროკომისიის კრიტიკულ ანგარიშს მმართველი გუნდი და ოპოზიცია ურთიერთგამომრიცხავი შეფასებებით ეხმაურებიან. ოპოზიციაში აცხადებენ, რომ დოკუმენტში ასახული მძიმე შეფასებები „ქართული ოცნების“ პოლიტიკის შედეგია და ხელისუფლებამ ქვეყანა ევროპულ ინტეგრაციას დააშორა. მმართველ გუნდში კი ამავე ანგარიშს შემაშფოთებელს უწოდებენ და ამბობენ, რომ ის სიცრუესა და უსაფუძვლო ბრალდებებს ეფუძნება. ევროკომისიის შეფასებით, საქართველოს გაწევრიანების პროცესი დე-ფაქტო შეჩერებულია, ქვეყანა კი კანდიდატის სტატუსს მხოლოდ ფორმალურად ინარჩუნებს.