ოპოზიციური ალიანსი „ნაციონალური მოძრაობის“ გარეშე გააგრძელებს საქმიანობას - პარტიამ გაერთიანება საბოლოოდ დატოვა. გადაწყვეტილებას პარტიაში დამოუკიდებელი პოლიტიკური პოზიციების უფრო მკაფიოდ გამოხატვის სურვილით ხსნიან. ალიანსის სხვა წევრები კი აცხადებენ, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ შეთანხმებულ წესებს არ იცავდა.