პარტიების აკრძალვის პროცესი - სასამართლოს გადაწყვეტილების მოლოდინში - Palitra News

პარტიების აკრძალვის პროცესი - სასამართლოს გადაწყვეტილების მოლოდინში

2026-11-05 20:46:34+04:00

საკონსტიტუციო სასამართლო 5 ოპოზიციური პარტიის აკრძალვის მოთხოვნით „ქართული ოცნების“ სარჩელის განხილვას 9 ნოემბერს განაახლებს. ოპოზიციაში მიიჩნევენ, რომ პროცესი პოლიტიკურად მოტივირებულია და ის ხელისუფლებისთვის არასასურველი ძალების ჩამოშორებას ემსახურება. ამ საკითხს საერთაშორისო გამოხმაურებაც მოჰყვა - ევროპარლამენტმა საქართველოს ხელისუფლებას ოპოზიციური პარტიების აკრძალვის მოთხოვნაზე უარის თქმისკენ მოუწოდა.