„დროა“ რუსეთის შავ სიაში მოხვდა - რას ედავება მოსკოვი პარტიას და როგორია მისი პასუხი? - Palitra News

„დროა“ რუსეთის შავ სიაში მოხვდა - რას ედავება მოსკოვი პარტიას და როგორია მისი პასუხი?

2026-11-05 20:52:11+04:00

რუსეთის გენერალურმა პროკურატურამ პარტია „დროა“ არასასურველ ორგანიზაციად გამოაცხადა. რუსული მედიის ინფორმაციით, უწყება გადაწყვეტილებას პარტიის საქმიანობასა და მის მიერ გავრცელებულ ე.წ. „რუსოფობიურ შეხედულებებს“ უკავშირებს. „დროაში“ კი ხაზგასმით აცხადებენ, რომ რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი საქართველოა და რუსეთის გადაწყვეტილება მათ პოზიციას ვერ შეცვლის. პარტია ასევე განმარტავს, კონკრეტულად რა ბრალდებებს უყენებს მას რუსეთის საგამოძიებო უწყება.