აშშ-ის შუალედური არჩევნების შედეგი ვაშინგტონში ძალთა პოლიტიკურ ბალანსზე აისახება. დემოკრატების წარმატება კონგრესში დონალდ ტრამპის ადმინისტრაციისთვის ახალ გამოწვევებს ქმნის და პრეზიდენტის პოლიტიკური დღის წესრიგის განხორციელებაზე გავლენის შესაძლებლობას აჩენს. არჩევნების შედეგი მნიშვნელოვანია არამხოლოდ საშინაო პოლიტიკისთვის, არამედ ვაშინგტონის საგარეო კურსისთვისაც.