მელანია ტრამპმა ვოლოდიმირ ზელენსკისა და ვლადიმერ პუტინისთვის პირადი წერილები დაწერა. ამის შესახებ აშშ-ის პირველმა ლედიმ, მელანია ტრამპმა თეთრ სახლში უკრაინული და რუსული დელეგაციების მიღების დროს განაცხადა.
“დღეს პრეზიდენტ პუტინსა და პრეზიდენტ ზელენსკის მივწერე, პირადი წერილებით მივმართე. მსურს, რომ თქვენ გადასცეთ ეს წერილები თქვენს ლიდერებს, ეს ჩემს პირად თხოვნად ჩათვალეთ ”, - განაცხადა მელანია ტრამპმა.
შეხვედრას უკრაინის მხრიდან ესწრებოდნენ “ხალხის მსახური” ფრაქციის ხელმძღვანელი, დავით არახამია და ომბუდსმენი დმიტრო ლუბინეცი. რუსეთის მხრიდან - პუტინის წარმომადგენელი, კირილ დმიტრიევი და ომბუდსმენი იანა ლანტრატოვა.
მელანია ტრამპმა ასევე იმედი გამოთქვა, რომ ქალაქ ოლეშკიში (ხერსონის ოლქის ოკუპირებული ნაწილი) ჩატარებული ჰუმანიტარული ოპერაცია წინაპირობა გახდება უფრო ფართო მშვიდობისთვის.