4 ოქტომბრის საქმეზე საპროცესო შეთანხმება კიდევ 4 პირს გაუფორმდა - Palitra News

4 ოქტომბრის საქმეზე საპროცესო შეთანხმება კიდევ 4 პირს გაუფორმდა

2026-11-06 09:15:44+04:00

4 ოქტომბრის საქმეზე საპროცესო შეთანხმება კიდევ 4 პირს გაუფორმდა. ირაკლი ჩხვირკვია, ზურაბ ჭავჭანიძე, ანტონ ვარდანიძე და ნანა სანდერი დღეს პენიტენციურ დაწესებულებას დატოვებენ. ქართულ ოცნებაში ამბობენ, რომ ადამიანები, რომლებიც ჯერ კიდევ საპატიმროში არიან, უცხო გავლენების ქვეშ რჩებიან. ოპოზიციის ერთი ნაწილი თვლის, რომ ორგანიზატორების პასუხისმგებლობაა საზოგადოებას აუხსნას რა მოხდა 4 ოქტომბერს. მეორე ნაწილი კი მიიჩნევს, რომ დაკავებულებმა თავად უნდა მიიღონ გადაწყვეტილება საპროცესო შეთანხმებასთან დაკავშირებით.