საკონსტიტუციო სასამართლოში „ქართული ოცნების“ სარჩელის განხილვა, რომელიც ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვას ითვალისწინებს, 9 ნოემბერს კითხვა-პასუხის რეჟიმში განახლდება. ოპოზიციაში პროცესს პოლიტიკურად მოტივირებულად აფასებენ და აცხადებენ, რომ მისი მიზანი ხელისუფლებისთვის არასასურველი პოლიტიკური ძალების ჩამოშორებაა. ოპონენტების თქმით, სასამართლო პროცესის მიმდინარეობამ გააჩინა ეჭვი, რომ გადაწყვეტილება შესაძლოა წინასწარ იყოს მიღებული და განხილვა მხოლოდ ფორმალურ ხასიათს ატარებდეს.